Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

ავტვირთეთ  პორტფოლიო  ვებგვერდზე. დავათვალიერეთ  ჩვენი  პორთფოლიოს ჩეკლისტი.მოვნიშნეთ ყველა  აქტივობა   რომელიც  შევასრულეთ,ტრენინგის  დახმარებით დავათვალიერეთ   პროექტის  შეფასების  რუბრიკა,სულ 11 კრიტერიუმია  შეფასება.თითოეულს აქვს 4 ქულა ანუ  ჯამური  შეფასება 44 ქულა. იმისათვის ,  რომ ტრენინგი  ჩაგვეთვალოს,  საჭიროა 30 ქულა.იმედიმაქვსრომ,ჩემი პორტფოლიო   ტრენინგის  დადებით  შეფასებას  დაიმსახურებს.

მერვე დღე

      მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში,დავალების შესრულების სტრატეგიებში.ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაფერისი გრაფა.       ვისაუბრეთ რესურსების ფასილიტაციაზე,ფასილიტაციის მასალების შექმნაზე. ვიმუშავეთ google forms-ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ბლოგში შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ იდეების გენერირებისთვის. ტრენინგმა სასიამოვნო სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.

მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე. პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირების ნაწილი. ვისწავლეთ მოსწავლეთა სლაიდშოუს შაბლონის ნიმუშის დამზადება.შექმნილი დოკუმენტის ბლოგზე გამოქვეყნება

მეექვსე დღე

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა,შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა,გავეცანით შეფასების გეგმას, ვისწავლეტ უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო .აშრომის.

მეხუთე დღე

ვისწავლეთ მოდული 3,4 მოსწავლის ნიმუშის შექმნა,21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები,საავტორო უფლებები, ინტერნეტ რესურსების მოძიება,ვებ გვერდის შეფასება, ინტერნეტის გამოყენება პროექტში

მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები, შევქმენით წინარე ცოდნის შესაფასებელი საშუალებები,რომლებსაწ გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა

მესამე დღე

რეფლექსია დღევანდელი დღე ნაყოფიერად დამთავრდა, განვსაზღვრე სასწავლო პროექტის მიზნები,გადმოვწერე ჩემი საგნის, სპორტის სტანდარტი,გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

მეორე დღე

რეფლექსია გავეცანით პუბლიკაციას პროექტების სწავლების თემაზე,ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები,შევქმენით ჩვენი პროექტის თემაზე ბუკლეტი

პირველი სამუშაო დღე

რეფლექსია გავიცანით ტრენერი,ერტმანეთი,გავეცანით ტრენინგმოდულებს, პროექტებით სწავლედიტ მოდულებს,ვნახეთ ინტელის ელექტრონული ვერსია,–ვიუერი